Site menu

კატეგორია
ლექსები [13]
სურათები [2]
ვიდეოები [0]
ისტორიები [1]
მინიატურები [2]

გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 233

Tag Board

Main

Registration

Login
Welcome Guest | RSS


აჩუქე ლამაზი სიტყვები :)


Friday, 2025-07-18, 4:03 AM
Main » 2009 » September » 14
Category: სურათები | Views: 1260 | Added by: PREDATOR | Date: 2009-09-14 | Comments (0)

Category: სურათები | Views: 1017 | Added by: PREDATOR | Date: 2009-09-14 | Comments (0)


გული შფოთს მოუსვენარი
მას შენთან ყოფნა სწადია
შენი მას სდაგავს სიშორე
უყვარხარ ძლიერ ცხადია
ვინ მოსთვლის კეთილ საქმეებს
რაც შენთვის ჩამიდენია
ერთდროს ცოდვილსა ბიჩუნას
ბოროტი გამიდევნია
შენი ბრალია იცოდე
ჩემი ასეთი ცვლილება
შექმნა მომინდა ოჯახის
რომ მასახელონ შვილებმა
შენს სხეულს ჩემმა თვალებმა
ვეღარ შეხედოს ეულმა
ვეღარ შევეხო შენს თმებსა
შლილსა და ზოგჯერ ხვეულსა
ამაზე ფიქრი რას მარგებს
გარდა მწუხრისა დიდისა
ეს რომ ოდესმე მოხერხდეს
შუბლს გავიხვრიტავ გილძითა
მახსოვს მწუხარეს გითხარი
ისევ მიყვარხარ ლამაზო
აროდეს გადმიყვარდები
ჩემო ბროლო და ალმასო
არ დავიშურებ არასდროს
შენთვის მხურვალე სტრიქონებს
იმდენს მოგიძღვნი ლამაზო
მარცვლით ავავსებ წყლის მორევს
მინდა მადლობა შევწირო
ამ დიდსა მადლსა ღმრთისასა
ყოველთვის გეტყვი ლამაზო
სიტყვას მართალს და მდიდარსა!!!


Category: ლექსები | Views: 929 | Added by: PREDATOR | Date: 2009-09-14 | Comments (1)

ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს
განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,
ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.

აანთო თეთრი ლამპიონები
და ცას მიაპყრო სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერით
გამოუცხადა სამყაროს გლოვა

ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,
და დამავიწყო რაც მიწამია,
მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება
მარადისობის ერთი წამია

Category: ლექსები | Views: 1017 | Added by: PREDATOR | Date: 2009-09-14 | Comments (0)

ნუ ტირი მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა,
დრო გადის ვხედავ გზები ვეყოფა.
ნუ ტირი ჩემი გული შენთან დარეჩება
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება,
ნუ ტირი თუმცა ცრემლი მართლა გიხდება
ჩემს გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება,
ნუ ტირი გინდა ჩემს ცრემლს გაგიზიარებ
მე წავალ მაგრამ სულს არ დაგიზიანებ
გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები
არა წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები
ნუ ტირი ბედი ტირის ეგეც გვეყოფა
ხომ ხედავ გზები უკვე მართლა გვეყოფა.

Category: ლექსები | Views: 883 | Added by: PREDATOR | Date: 2009-09-14 | Comments (0)

ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ……
გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე.ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე ... Read more »
Category: ისტორიები | Views: 1607 | Added by: PREDATOR | Date: 2009-09-14 | Comments (2)

შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით


შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო, ყელი და თხელი თეძო.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს

Category: ლექსები | Views: 853 | Added by: PREDATOR | Date: 2009-09-14 | Comments (0)

ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები…
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი…
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???

Category: ლექსები | Views: 790 | Added by: PREDATOR | Date: 2009-09-14 | Comments (0)

მაკოცე!…
დაირღვევა მისჯილი დუმილი,
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი…
მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს,
არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს…
მაკოცე…
შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა,
გაკოცებ!…
მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ…
ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე,
ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს….

Category: ლექსები | Views: 938 | Added by: PREDATOR | Date: 2009-09-14 | Comments (1)

კალენდარი
«  September 2009  »
Su Mo Tu We Th Fr Sa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

საიტზე ძებნა

საიტის მეგობრები
  • WWW.POEZ1A.TK

  • სტატისტიკა
    TOP.ANY.GE MYTOP.GE
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    BERDZENA