[ Add news entry ]
დღეს მონატრება შემაწუხებს გათენებამდე,
ალბად ოცნებაც შემახსენებს თავს, დღეს დილამდე, რა უსასრულოდ იღვრებიან თვალზე ცრემლები, ტკივილს გაგიქრობ და სახეზე მოგეფერები. ასე შორეულ, მიუწვდომელ ვარსკვლავს რად გავხარ, შენს სილამაზეს, უსასრულო ზეცაში ვხატავ, ვწერ სტრიქონებს და სტრიქონებშიც კი შენ მესახები და სიტყვებიც კი იყინებიან, რომ გეფერები. ლოდინით დაღლილს, ოცნებები შემომჩვევია, იფერფლებიან და უშენოდ სადღაც ქრებიან, გრძნობებს დაფარულს, გზას გავუხსნი ცივი ხელებით და თბილ სხეულზე უსასრულოდ მოგეფერები |
,,ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები
- დრომ ერთი სევდაც არ მაპატია, ბორგავენ, როგორც მდინარეები და შფოთიანი წლები გადიან. მე ისევ ხვალის იმედით ვცოცხლობ, ჯერ არაფერი არ მაბადია, შორი ვარსკვლავი მინათებს მხოლოდ და ულმობელი წლები გადიან... შენ, თავო ჩემო, ნუ ფანტავ წამებს და იშრიალე, როგორც გწადია, თორემ სულ მალე დადგება ღამე, შენც დადუმდები... წლები გადიან." |
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია, მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია! სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი, შენთვის ზედმეტი ბარგია, მაგრამ წართმევასთან შედარებით, რამეს რომ გაძლევენ--კარგია! არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი, სხვისიც არასოდეს გაკლია, მაგრამ ლანძღვასთან შედარებით, რომ გეფერებიან კარგია! |
შენ არ მენანები,ის დრო მენანება,
გული რომ დავუთმე და მთელი არსება. შენ არ მიყვარხარ,ის დრო მეყვარება სიკვდილის კარამდე ჩემთან რომ დარჩება. რაა სიყვარული, დროების მონაა, ზოგჯერ აღტაცება ღვთაების სადარი და თუ სიყვარული ღვთაების წონაა ასე ხანმოკლე და მოკვდავი რად არის? შენ არ მენანები,ის დრო მენანება. ის დრო ღვთაების და ღმერთების სადარი... |
იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი...
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი... იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი... იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი.. იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან.... იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?! იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ.. იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?! იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი... იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი.. იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?! ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ... არა არაფერიც არ იცი |
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ... თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას, ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ ახლაც ლექსივით გამიმეორებ... გული გაყინა ამ სიმარტოვემ, გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, ასე მგონია თუ კი გიპოვი მოხვალ და გულის კარებს გამიღებ... მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს |
გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება. რადგან ზოგი შენი წვეთი სატრფოს ტუჩებს ეხება. ეს ტუჩები მე მეკუთვნის, ვერავის ვერ დავუთმობ. თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს ჩემს ტუჩებით გავუთბობ. გეყო, ცელქო წვიმის წვეთო, დაიმოკლე ფეხები. თმები - გინდა დაუსველე, ტუჩებს ნუ შეეხები |
ეკლიან ვარდებს
ისე ვერ დაკრებ, ეკალმა ხელი რომ არ გატკინოს, ისე ვერავის ვერ შეიყვარებ, თვალიდან ცრემლი რომ არ გადინოს!" |
უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის, უსიყვარულოდ ტირიფია და ისიც ტირის. უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს, ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი თმაგაწეწილი ქალივით ტირის |